BOSCH

თქვენი დისტანციური კონტროლის ცენტრი

რა არის PRO360?

PRO360 არის თქვენი უფასო, მოსახერხებელი და ეფექტური წვდომის პორტალი Bosch Professional-ის მრავალ სერვისებზე.

დარეგისტრირდით ერთხელ და ისარგებლეთ უწყვეტად ყველა მიმდინარე და მომავალი მომსახურებით, მათ შორის ელექტრო ხელსაწყოების, ელემენტების და დამტენების გარანტიის უფასო გახანგრძლივებით 3 წლამდე, ქულების შეგროვების პროგრამით და მრავალი სხვა.

რატომ PRO360?

წარმოგიდგენთ PRO360 – აპლიკაციას, რომელიც ინახავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი Bosch Professional ელექტრო ხელსაწყოების შესახებ.

– მიიღეთ ხელსაწყოების მიმოხილვა და გარანტია თქვენი ხელსაწყოების PRO360-ში დარეგისტრირებით.

– გამოიყენეთ PRO360 თქვენს კომპიუტერში ან ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია, სადაც გექნებათ მუდმივი წვდომა ყველა ინფორმაციაზე.

– შეაგროვეთ ქულები, რომლებიც შეგიძლიათ გაცვალოთ Bosch Professional-ის ძვირფას საჩუქრებში.(გააქტიურდება 2025 წლიდან)

რას გვთავაზობს PRO360?

გაააქტიურეთ გარანტია უბრალოდ PRO360-ით პირდაპირ თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ჩვენ გთავაზობთ ამას უფასოდ ყველა Bosch Professional ელექტრო ხელსაწყოებისთვის, საზომი ხელსაწყოებისთვის, ელემენტების და დამტენების ჩათვლით.​

უბრალოდ ჩაწერეთ აქტივის დეტალები ან სცადეთ სკანირების ფუნქცია თქვენს ტელეფონზე. მნიშვნელოვანია , რომ თქვენ ეს გააკეთოთ შეძენიდან 4 კვირის განმავლობაში.

დაკავშირება

დაარეგისტრირეთ თქვენი ხელსაწყოები PRO360-ში და ისიამოვნეთ დამატებითი უპირატესობებით!

გაეცანით ხელსაწყოების გამოყენების მონაცემებს პრაქტიკული რჩევებითა და კონსულტაციებით, რათა გაზარდოთ სამუშაო ეფექტურობა, დაარეგულირეთ თქვენი ხელსაწყოს სხვადასხვა პარამეტრები და მიიღეთ შეხსენება დასვენების შესახებ, ხელსაწყოს მუშაობის დროზე დაყრდნობით!

პროდუქტის ინფორმაცია

მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ პროდუქციის კატალოგზე და პროდუქტის დეტალების გვერდზე, რომ ნახოთ გამარტივებული ინფორმაცია თქვენი ხელსაწყოების შესახებ.

რეიტინგები და მიმოხილვა

როცა გადაადგილდებით, თქვენ გაქვთ მარტივი წვდომა რეალური პროფესიონალების მოსაზრებებზე Bosch Professional ინსტრუმენტების შესახებ!

გაეცანით თქვენს მსგავს, სხვა პროფესიონალი მომხმარებლის შეფასებებს და გამოხმაურებას!

ციფრული გარანტია

გაღიზიანებთ, როცა ვერ პოულობთ თქვენი პროდუქტის გარანტიას ან კარგავთ მის დოკუმენტებს ? PRO360-ში შეგიძლიათ იპოვოთ ყველა თქვენი აქტივი ერთ ადგილას და შეინახოთ თქვენი ინსტრუმენტის მიმოხილვა.

ნება მიეცით თქვენს დილერს დაარეგისტრიროს თქვენი ხელსაწყოები და გაგიზიაროთ ინსტრუმენტების სია.

აქტივების ინვენტარიზაცია

ხელსაწყოების ციფრული სია გთავაზობთ თქვენი ხელსაწყოების სრულყოფილ მიმოხილვას და გარანტიას – მიუხედევად იმისა, გადაადგილდებით თუ კომპიუტერთან ხართ. აქტივებთან დაკავშირებული ინვოისები მარტივად შეიძლება აიტვირთოს ისე, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია იყოს ერთ ადგილას საგარანტიო შემთხვევაში.